შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
აშშ ემზადება, გამოიყენოს საქართველოს მიმართ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ „მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“.
„აშშ საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია ჩვენს საერთო სიყვარულზე თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი და სურვილზე, დავინახოთ საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში. საქართველოს მთავრობებსა და ქართველ ხალხთან ერთად ვმუშაობდით ეკონომიკის განვითარებაზე, განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე, გაგვეზარდა თავდაცვის შესაძლებლობები და გაგვეფართოებინა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. აშშ იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა.
აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისთვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის დაკავებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი.
აშშ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის ისინი, ვინც თრგუნავენ საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პასუხს აგებენ. გარდა იმისა, რომ გრძელდება ადრე გამოცხადებული ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა, აშშ ემზადება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ნოე 11, 2024 0 7216
ნოე 10, 2024 0 7103
ნოე 10, 2024 0 5050
ნოე 13, 2024 0 4937
ნოე 12, 2024 0 4718
ნოე 27, 2024 0 3088
ნოე 13, 2024 0 4937
ნოე 12, 2024 0 4718
ნოე 11, 2024 0 7216
ნოე 10, 2024 0 7103
სულ ხმა მისცა: 1
კი