შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი „სპაერი“ გახდა, რომელმაც ფინალში „დინამო თბილისი“ პენალტების სერიაში დაამარცხა (2:2 – 5:4) და არსებობის ისტორიაში ტიტულს პირველად დაეუფლა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს თასის 13-გზის მფლობელს (რაც ტურნირის რეკორდია) ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი დაუპირისპირდა – 2017 წელს დაფუძნებული „სპაერი“ მეხუთე გუნდი გახდა, რომელიც დაბალ ლიგაში თამაშობს და თასის ფინალამდე მიაღწია.
პირველივე წუთებიდან „დინამო“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მწვავედ უტევდა და მეტოქეს საკუთარ საჯარიმომდე იშვიათად უშვებდა, მაგრამ ანგარიში მაინც „სპაერმა“ გახსნა – 45+1-ე წუთზე თბილისელთა მეკარის შეცდომით გიორგი ცეცხლაძემ ისარგებლა და გუნდი შესვენებამდე მინიმალური უპირატესობით დააწინაურა.
მეორე ტაიმი „დინამომ“ ბევრად უკეთ დაიწყო და ოთხწუთიან მონაკვეთში წინ გასვლა მოახერხა: მათე ვაწაძემ (64) წონასწორობა აღადგინა, ხოლო საბა ხვადაგიანმა თბილისელები დააწინაურა. ორივე შეტევა მარცხენა ფლანგიდან 16 წლის საბა ხარებაშვილმა განავითარა. მაგრამ „სპაერმა“ 88-ე წუთზე საბა გეგიაძის, რომელიც „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, გოლით ანგარიში გაათანაბრა.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ „სპაერის“ ფეხბურთელებმა შეასრულეს და საქართველოს თასს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ.
ნოე 11, 2024 0 3995
ნოე 10, 2024 0 3866
ნოე 10, 2024 0 2830
ნოე 13, 2024 0 2649
ნოე 12, 2024 0 2547
ნოე 27, 2024 0 1650
ნოე 13, 2024 0 2649
ნოე 12, 2024 0 2547
ნოე 11, 2024 0 3995
ნოე 10, 2024 0 3866
სულ ხმა მისცა: 1
კი