შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
საჭიროა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა.
ტრამპის თქმით, ის კარგად იცნობს ვლადიმერ პუტინს და ახლა მისი დროა, იმოქმედოს. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ჩინეთს დახმარება შეუძლია.
„ასადი წავიდა. ის გაიქცა თავისი ქვეყნიდან. მისი მფარველი რუსეთი, ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით. რუსეთს არ ჰქონდა იქ ყოფნის მიზეზი. მათ დაკარგეს მთელი ინტერესი სირიისადმი უკრაინის გამო, სადაც 600 ათასამდე რუსი სამხედრო დაიჭრა ან დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და, შესაძლოა, სამუდამოდ გაგრძელდეს. რუსეთი და ირანი ამჟამად არიან დასუსტებულ მდგომარეობაში, ერთი – უკრაინისა და ცუდი ეკონომიკის გამო, მეორე – ისრაელისა და მისი საბრძოლო წარმატებების გამო. ამგვარად, ზელენსკი და უკრაინა ისურვებდნენ გარიგების დადებას და ამ სიგიჟის დასრულებას. მათ უაზროდ დაკარგეს 400 ათასი სამხედრო და უფრო მეტი სამოქალაქო პირი. საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება. ძალიან ბევრი სიცოცხლე იკარგება უაზროდ, ძალიან ბევრი ოჯახი განადგურებულია და თუ ეს გაგრძელდება, შეიძლება, გადაიზარდოს უფრო დიდ და ბევრად უარეს რამეში. მე კარგად ვიცნობ ვლადიმერს. მისი დროა, იმოქმედოს. ჩინეთს შეუძლია, დაეხმაროს. მსოფლიო ელოდება“, – წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.
ნოე 11, 2024 0 4089
ნოე 10, 2024 0 3946
ნოე 10, 2024 0 2877
ნოე 13, 2024 0 2709
ნოე 12, 2024 0 2591
ნოე 27, 2024 0 1703
ნოე 13, 2024 0 2709
ნოე 12, 2024 0 2591
ნოე 11, 2024 0 4089
ნოე 10, 2024 0 3946
სულ ხმა მისცა: 1
კი