ირაკლი კობახიძე - მივიღებთ კანონს, რომლითაც შეკრებისა და კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა აიკრძალება

დეკ 8, 2024 - 15:06
 0  229
ირაკლი კობახიძე - მივიღებთ კანონს, რომლითაც შეკრებისა და კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა აიკრძალება

მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის, კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, – ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

728
300

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების დროს. ეს კანონები მოქმედებს ევროკავშირს წევრ არაერთ ქვეყანაში და ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთანაც ასეთი კანონის მიღება.

ტექნიკურად მოვახერხებთ იმის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს მიღებული შესაბამისი კანონი. ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

728
300