შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ამერიკელ რეპერს, ჯეი ზის 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჯეი ზის, იმავე შონ კარტერის, სახელი დაამატეს კიდევ ერთი რეპერის, პი დიდის წინააღმდეგ შეტანილ ერთ-ერთ სარჩელს. ქალი, რომელიც ჯეი ზის ძალადობაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ 2000 წელს, როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი იყო, ნიუ იორკში ჩავიდა, სადაც მუსიკალური ტელეარხის, „ემტივის“ დაჯილდოების ცერემონიალზე მოხვედრა სურდა და ამ მიზნით ის ლიმუზინების მძღოლებს გაესაუბრა. მისი მონაყოლის მიხედვით, ერთ-ერთმა მძღოლმა უთხრა, რომ ის აკმაყოფილებს „პი დიდის კრიტერიუმებს“ და შოუს შემდეგ მან პი დიდის წვეულებაზე წაიყვანა.
ქალი ამტკიცებს, რომ წვეულებაზე მოხვედრამდე მან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ გაამხელდა. მისივე თქმით, წვეულებაზე ქალს შესთავაზეს სასმელი, რის შემდეგაც მას თავბრუ დაეხვა და ოთხში წამოწვა. მისივე მონათხრობიდან ირკვევა, რომ ოთახში ის ჯერ – ჯეი ზიმ და შემდეგ პი დიდიმ გააუპატიურეს. მისივე თქმით, ამას თვალს ადევნებდა ცნობილი ქალი, რომლის ვინაობასაც მოსარჩელე არ ასახელებს. დაზარალებული ქალი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
როგორც „სიენენი“ წერს, ჯეი ზის სახელი პი დიდის საქმეში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ადვოკატებმა მას სთხოვეს გამოძიებასთან ეთანამშრომლა, თუმცა, ამის ნაცვლად, ჯეი ზიმ საპასუხო სარჩელი შეიტანა სასამართლოში და აშინებდა მოსარჩელის ადვოკატებს, ოჯახებსა და კოლეგებს, რათა მისი სახელი პი დიდის საქმეში არ მომხვდარიყო.
თავად ჯეი ზი გაუპატიურების შესახებ ბრალდებას უარყოფს.
ნოე 11, 2024 0 3996
ნოე 10, 2024 0 3866
ნოე 10, 2024 0 2833
ნოე 13, 2024 0 2650
ნოე 12, 2024 0 2548
ნოე 27, 2024 0 1650
ნოე 13, 2024 0 2650
ნოე 12, 2024 0 2548
ნოე 11, 2024 0 3996
ნოე 10, 2024 0 3866
სულ ხმა მისცა: 1
კი