გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების უმეტესობა მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელიც არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი

დეკ 11, 2024 - 23:12
 0  19
გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების უმეტესობა მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელიც არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი

„ელაბეს ინსტიტუტის“ მიერ, BFMTV-სთვის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხული ფრანგების უმეტესობას, 41%-ს სურს მთავრობის მეთაურად ადამიანი, რომელიც არ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, არამედ იქნება სამოქალაქო საზოგადოების ან ბიზნესის წარმომადგენელი.

728
300

გამოკითხულთა 23% მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრს მემარცხენე პარტიებიდან, 17% ულტრამემარჯვენე კოალიციიდან, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გარემოცვაში მყოფი ადამიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა გამოკითხულ ფრანგთა მხოლოდ 6%-ს სურს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, ახალი პრემიერ-მინისტრი 48 საათში დანიშნოს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ თანამდებობა დატოვა. ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მემარცხენე „ახალმა სახალხო ფრონტმა“ ძალისხმევა გააერთიანეს და მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს. ბარნიეს მთავრობამ მხოლოდ 90 დღე იმუშავა. ამის მიზეზი ბიუჯეტის შესახებ კანონის დეპუტატების მიერ მისი დამტკიცების გარეშე მიღება გახდა, რაც ითვალისწინებდა ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას 40 მილიარდი ევროთი და გადასახადების გაზრდას ჯამში 20 მილიარდით. საფრანგეთის კონსტიტუციით, მაკრონს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ივლისამდე ეკრძალება.

728
300