რიკარდ იოზვიაკი - უნგრეთმა და სლოვაკეთმა სანქციები დაბლოკეს, თუმცა ევროკომისია განსახილველად წარადგენს ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, შესაძლოა, ამ კვირაში
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დებატები საქართველოზე დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთმა და სლოვაკეთმა სანქციები დაბლოკეს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
იოზვიაკის თქმით, ევროკომისია განსახილველად წარადგენს ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დებატები საქართველოზე დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. თუმცა, ევროკომისია განსახილველად წარადგენს ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, შესაძლოა, ამ კვირაში. ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს“, – წერს იოზვიაკი.