ევროვიზია 2025-ის სცენის ვიზუალი ცნობილია

შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ევროვიზია 2025-ის სცენის ვიზუალი ცნობილია.
რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სცენის დიზაინი შვეიცარიის მთებითა და მრავალფეროვნებითაა შთაგონებული.
მომავალი წლის ევროვიზიის სცენის დიზაინერი შვეიცარიული წარმოშობის ფლორიან ვიდერია, რომელმაც შთაგონება შვეიცარიის მთებიდან და ქვეყნის ენობრივი მრავალფეროვნებიდან მიიღო.
„ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა რევოლუციური სცენის კონცეფცია, რომელიც ჩვენ აქამდე არასდროს გვინახავს ევროვიზიაზე. სცენა მაყურებელს საშუალებას მისცემს, ევროვიზიის ნაწილი ისე გახდეს, როგორც არასდროს“, – აღნიშნა დიზაინერმა.
კონკურსში მონაწილეობას 38 ქვეყანა მიიღებს. ის St. Jakobshalle-ის დარბაზში გაიმართება, რომელიც 12 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს. აქ არაერთი საერთაშორისო სპორტული თუ კულტურული ღონისძიება გამართულა.
შვეიცარიამ კონკურსის მასპინძლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2024 წლის კონკურსზე შვეიცარიის წარმომადგენელმა, Nemo-მ სიმღერით The Code გაიმარჯვა. მან 591 ქულა მიიღო.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.
ევროვიზია 2025 წელს 13, 15 და 17 მაისს გაიმართება.
ნოე 11, 2024 0 13017
ნოე 10, 2024 0 12805
ნოე 13, 2024 0 9449
ნოე 12, 2024 0 8572
დეკ 29, 2024 0 3363
თებ 6, 2025 0 4
თებ 4, 2025 0 4
ნოე 27, 2024 0 5183
ნოე 13, 2024 0 9449
ნოე 12, 2024 0 8572
სულ ხმა მისცა: 6
კი