კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის, „სხვისი შვილების“ აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება
წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ აღდენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის – Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.
ფილმის რესტავრირებული ვერსია 2023 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.