ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გენო პეტრიაშვილი 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა

დეკ 17, 2024 - 23:11
 0  172
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გენო პეტრიაშვილი 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) 2024 წლის მსოფლიო საუკეთესო მოჭიდავედ გენო პეტრიაშვილი დაასახელა.

728
300

2024 წელს პეტრიაშვილის მთავარი მიღწევა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალია – ქართველმა სპორტსმენმა პარიზში ოთხი შეხვედრა მოიგო, ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ოლიმპიადის გარდა, 30 წლის პეტრიაშვილი 2024 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა – კონტინენტის პირველობის ფინალში ის თურქ ტაჰა აკგულთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

728
300