გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის თასზე გაიტანა - „ლიონი“ მომდევნო ეტაპზე გავიდა

შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის თასზე გაიტანა და „ლიონს“ გასვლით მატჩში სამოყვარულო გუნდის, „ფინი ოლნუას“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.
საფრანგეთის თასის 1/32-ფინალური ეტაპის ერთმატჩიან დაპირისპირებაში ლიგა 1-ის გუნდს რანგით მე-4 ლიგის (ნაციონალ 2) მონაწილე დაუპირისპირდა. „ფინი ოლნუამ“ სტუმრებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საბოლოოდ, მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ანგარიში 44-ე წუთზე საიდ ბენ-რაჰმამ გახსნა, ხოლო 88-ე წუთზე მისი გადაცემით თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა, რომელიც სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს.
ამ მატჩით „ლიონისთვის“ 2024 წელი დასრულდა – ქართველი თავდამსხმელის გუნდი შემდეგ შეხვედრას 2025 წელს ჩაატარებს – „ლიონი“ 4 იანვარს „მონპელიეს“ უმასპინძლებს.
ნოე 11, 2024 0 13017
ნოე 10, 2024 0 12805
ნოე 13, 2024 0 9449
ნოე 12, 2024 0 8572
დეკ 29, 2024 0 3363
თებ 6, 2025 0 4
თებ 4, 2025 0 4
ნოე 27, 2024 0 5183
ნოე 13, 2024 0 9449
ნოე 12, 2024 0 8572
სულ ხმა მისცა: 6
კი