ეროვნული არქივის ვებგვერდზე ისტორიული ძეგლების ფოტოკოლექცია გამოქვეყნდა

დეკ 27, 2024 - 08:49
 0  125
ეროვნული არქივის ვებგვერდზე ისტორიული ძეგლების ფოტოკოლექცია გამოქვეყნდა

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული XIX, XX და XXI საუკუნეებში გადაღებული ქართული ისტორიული ძეგლების ამსახველი 150-ზე მეტი ფოტოდოკუმენტი ონლაინსივრცეში გახდა ხელმისაწვდომი.

728
300

როგორც ეროვნულ არქივში აღნიშნავენ, ეკლესია-მონასტრების, ციხე-ქალაქებისა და სხვა ისტორიული ნაგებობების ფოტოები მნიშვნელოვანი ვიზუალური წყაროა სხვადასხვა ისტორიული ძეგლის შესასწავლად.

ფოტოებს შორისაა ალავერდის, გელათის, ბაგრატის, ლიხნის, ბიჭვინთის, გრემის, სამთავისის, იტრიის, უბისის, კვირიკესა და ივლიტას, მოწამეთას, ნიკორწმინდას, ბარაკონის, საფარას ეკლესია-მონასტრები, ასევე აწყურის, ანაგის, სამწევრისის, ორბელის, ხერთვისის ციხეები, ბესლეთის ხიდი და სხვა ისტორიული ძეგლები. კოლექციაში შეტანილია თანამედროვე პერიოდის ფოტოებიც, რომლებიც პროექტ „ეროვნული არქივის ექსპედიციების“ ფარგლებშია გადაღებული.

„პროექტი ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და არქივში შენახვას“, – აღნიშნავენ ეროვნულ არქივში.

კოლექციის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.

728
300