ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.
„ასეთ რთულ დროს, როგორიც ახლაა, სტაბილურობის უზრუნველყოფა მოითხოვს ქმედუნარიან მთავრობას და პარლამენტში საიმედო უმრავლესობას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
შტაინმაიერმა პარტიებს ურთიერთპატივისცემისკენ, სამართლიანი და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანიისკენ მოუწოდა.
გერმანიის პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის განზრახვის შესახებ 20 დეკემბერს გამოაცხადა. 16 დეკემბერს დეპუტატებმა ოლაფ შოლცის მთავრობს უნდობლობა გამოუცხადეს. ამას კი მმართველი კოალიციის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.
ნოე 11, 2024 0 13017
ნოე 10, 2024 0 12805
ნოე 13, 2024 0 9449
ნოე 12, 2024 0 8572
დეკ 29, 2024 0 3363
თებ 6, 2025 0 5
თებ 4, 2025 0 4
ნოე 27, 2024 0 5183
ნოე 13, 2024 0 9449
ნოე 12, 2024 0 8572
სულ ხმა მისცა: 6
კი