საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება - „GFF Awards 2024“ გამართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება - „GFF Awards 2024“ გამართა და საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.
გამოკითხვაში ვეტერანი ფეხბურთელები, სპორტული ჟურნალისტები და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
2024 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ემპოლის მცველი საბა გოგლიჩიძე დაასახელეს. ალექსანდრე ჩივაძის მედლები კი 17 წლამდე ფეხბურთელებში საბა ხარებაშვილს, ხოლო 19-წლამდელებში საბა სამუშიას გადაეცა. 2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ღავთაძე გახდა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.