BBC: iPhone-ის გაყიდვები ეცემა, მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა ხელოვნური ინტელექტი დანერგა
iPhone-ის გაყიდვები წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ერთი პროცენტით - $69,7 მილიარდიდან $69,1 მილიარდამდე დაეცა, - წერს BBC-ი.
წინა წელს Apple-მა თავის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების დამატება დაიწყო. ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ ეს ხელს შეუწყობს გაყიდვებს, რომლებიც შემცირებულია.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ Apple-ს მოუწევს პროდუქტების განახლება, რათა თავისი უპირატესობა შეინარჩუნოს ტექნოლოგიურ ბაზარზე, სადაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად ვითარდება.