კანიე უესტი და ბიანკა სენსორი გრემის 2025 წლის დაჯილდოებიდან ბიანკას სიშიშვლის გამო გააძევეს

თებ 4, 2025 - 07:33
 0  1
კანიე უესტი და ბიანკა სენსორი გრემის 2025 წლის დაჯილდოებიდან ბიანკას სიშიშვლის გამო გააძევეს

კანიე უესტი და ბიანკა სენსორი გრემის 2025 წლის დაჯილდოებიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც წყვილი დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე შოკისმომგვრელი ჩაცმულობით გამოჩნდა. ინფორმაციას გამოცემა Page six ავრცელებს. რეპერი გრემის დაჯილდოებაზე თავის პარტნიორთან ერთად მივიდა. ბიანკას სრულიად გამჭვირვალე კაბა ეცვა, საცვლების გარეშე.

728
300

როგორც გამოცემასთან წყარომ განაცხადა, წყვილი წითელი ხალიჩიდან პოლიციამ გაიყვანა. წყაროს თქმითვე, ბიანკასა და კანიეს ჩაცმულობა რეპერის ალბომ Vulture-ის გარეკანის იმიტაციას ემსახურებოდა. წყვილი პაპარაცების წინ სწორედ იმავე პოზაში გაჩერდა და ფოტოები გადაიღო.

კანიე ვესტმა და ბიანკა სენსორმა ტერიტორია თავისივე მანქანით დატოვეს. რეპერი „გრემის დაჯილდოებაზე“ ერთ ნომინაციაში „საუკეთესო რეპ მუსიკის“ კატეგორიაზე იყო წარდგენილი.

728
300