შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასზე რანგით მესამე ლიგის წარმომადგენელს, „ლე მანს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
1/8-ფინალურ შეხვედრაში ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. ხვიჩა კვარაცხელია პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო და შეტევების გამწვავებას ცდილობდა, მისი გადაცემების შემდეგ პარიზელებს გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლოთ, მაგრამ პირველ ტაიმში ამის გაკეთება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს – 25-ე წუთზე ანგარიში დეზირე დუემ გახსნა.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა „ლე მანს“ მეორედაც გაუტანეს – 72-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ბრედლი ბარკოლამ სწრაფი კონტრშეტევის დროს ძალიან კარგად იმოქმედა და ზუსტად დაარტყა. კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გოლის გატანა აშრაფ ჰაკიმისაც შეეძლო, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა.
საბოლოოდ, „პარი სენ-ჟერმენმა 2:0 მოიგო და საფრანგეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა.
ნოე 11, 2024 0 13013
ნოე 10, 2024 0 12803
ნოე 13, 2024 0 9446
ნოე 12, 2024 0 8568
ნოე 10, 2024 0 8404
თებ 4, 2025 0 0
ნოე 27, 2024 0 5180
ნოე 13, 2024 0 9446
ნოე 12, 2024 0 8568
ნოე 11, 2024 0 13013
სულ ხმა მისცა: 5
კი