ნაპოვნია 1600 წლის წინანდელი 41 მონეტა, რომლებზეც რომის ცხრა იმპერატორია გამოსახული

თებ 5, 2025 - 18:44
 0  9
ნაპოვნია 1600 წლის წინანდელი 41 მონეტა, რომლებზეც რომის ცხრა იმპერატორია გამოსახული

ლუქსემბურგის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სოფელ ჰოლცთუმში, არქეოლოგიური გათხრების დროს, დაახლოებით 1600 წლის წინ მოჭრილი ოქროს მონეტები აღმოაჩინეს. არქეოლოგების განცხადებით, ნაპოვნი 141 მონეტ ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. მათზე რომის 9 იმპერატორია გამოსახული, რომლებიც იმპერიას 364-დან 408 წლამდე მართავდნენ.

728
300
სამი მონეტა იშვიათია. მათზე გამოსახულია უკანონო იმპერატორი ევგენიუსი, რომელიც დასავლეთ რომის იმპერიას IV საუკუნის ბოლოს, ორი წლის განმავლობაში განაგებდა
არქეოლოგიური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი (INRA)

არქეოლოგიური გათხრები 2020 წელს დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდა. მისი მიმდინარეობისას, აღმოაჩინეს რომის იმპერიის დროინდელი შთამბეჭდავი გამაგრებული ნაგებობა, რომელიც არქეოლოგების მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც ბურგუსი - პატარა რომაული ციხესიმაგრე ან კოშკი.

„გათხრების დროს, ასევე ნაპოვნია განსაკუთრებული საგანძური, რომელიც 141 რომაული მონეტისგან შედგება და ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება“, - აღნიშნავენ მკვლევარები, რომლებმაც გათხრები არქეოლოგიური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) ეგიდით ჩაატარეს.

ცხრა იმპერატორი

მათივე განცხადებით, აღმოჩენას დიდი მეცნიერული ღირებულება აქვს, „რადგან, არქეოლოგიურ კონტექსტში, ძალზე იშვიათია უძველესი საგანძურის ხელუხლებად აღმოჩენა იმ ადგილზე, სადაც ის თავდაპირველად იყო დატოვებული“.

მონეტებზე გამოსახულია რომის ცხრა იმპერატორი, თეოდოსიუს I-დან დაწყებული და კონსტანტინე III-ით დამთავრებული, რომლებიც იმპერიას ჩვენი წელთაღრიცხვით 364-408 წლებში მართავდნენ.

„ეს არის იმ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის უზარმაზარი პირადი სიმდიდრე, ვისაც ეს მონეტები ეკუთვნოდა“, - ამბობს დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ისტორიკოსი, რებეკა აშერვუდი. „მის მფლობელს, ალბათ, მაღალი ადგილი ეკავა საზოგადოებაში და სავარაუდოდ, სამხედრო ოფიცერი (და არა რიგითი ჯარისკაცი) უნდა ყოფილიყო“, - ამტკიცებს ის.

რეგიონი, სადაც მონეტების ეს კოლექცია აღმოაჩინეს, IV საუკუნეში აყვავებული ტერიტორია იყო. თუმცა, V საუკუნის დასაწყისში გერმანელმა ტომებმა რაინის მიღმა დაიწყეს გავრცელება, რამაც ეს ადგილი რომაელებისთვის „საფრთხის შემცველი“ გახადა. აშერვუდი ვარაუდობს, რომ რომ მონეტების კოლექციის მფლობელმა, ამ მიზეზით, თავისი საგანძური მიწაში დამარხა, რადგან გაქცევა არ შეეძლო. „სავარაუდოა, რომ მისი მფლობელი ისე გარდაიცვალა, რომ თავის მონეტებს ვეღარ მიაგნო“, - ამბობს ისტორიკოსი.

გარდა იმისა, ოქროს მონეტები კარგად არის შემონახული, სამ მათგანზე იმპერატორი ფლავიუს ევგენიუსია გამოსახული, რომელიც დასავლეთ რომის იმპერიას მხოლოდ ორი წლის განმავლობაში, 392-394 წლებში მართავდა.

ევგენიუსის ხანმოკლე მმართველობა

უძველესი წყაროების თანახმად, ვალენტინიანე II-ის გარდაცვალების შემდეგ, ევგენიუსმა, არბოგასტოს სახელით ცნობილი ოფიცრის დახმარებით, ძალაუფლება უკანონოდ მოიპოვა და დასავლეთ რომის იმპერატორი გახდა.

ევგენიუსი (ინგლისურ ენაზე)

ევგენიუსი, თავისი მოკავშირის, არბოგასტოს გავლენით, წარმართული მოძრაობის მხარეს დადგა, მაშინ როცა ქრისტიანობა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული იმპერიაში. ამის გამო, მას პრობლემები შეექმნა. ესპანეთში დაბადებული თეოდოსიუსი თავდაპირველად აღმოსავლეთ რომის იმპერიის მმართველი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც 394 წელს, ფრიგიდის ბრძოლაში ევგენიუსი დაამარცხა, მან დასავლეთ რომის იმპერიაც შემოიერთა. ფლავიუს ევგენიუსს თავი მოჰკვეთეს და თეოდოსი გახდა უკანასკნელი იმპერატორი, რომელიც გაერთიანებულ იმპერიას მართავდა.

მისი მმართველობის ძალიან ხანმოკლე პერიოდის გამო, ევგენიუსის მიერ მოჭრილი მონეტების პოვნა ძალიან რთულია. „მისი მონეტები იშვიათობაა, რადგან ევგენიუსის მეფობა ძალიან ხანმოკლე იყო“, - ამბობს Live Science-ის მკვლევარი, მარიანკო პილეკი.

მონეტების ამ კოლექციის აღმოჩენამ არქეოლოგთა გუნდს, რომელმაც ეს სიმდიდრე აღმოაჩინა, 308 600 ევრო არგუნა. ეს არის ლუქსემბურგის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია.

728
300