სპეციალისტები 2 ათასი წლის წინ დამწვარი გრაგნილის წაკითხვას შეძლებენ

თებ 7, 2025 - 08:36
 0  10
სპეციალისტები 2 ათასი წლის წინ დამწვარი გრაგნილის წაკითხვას შეძლებენ

მეცნიერები 2 ათასი წლის წინ დამწვარი გრაგნილის წაკითხვას შეძლებენ, რომელიც უძველესი რომაული ქალაქიდან, ჰერკულანუმიდან არის შემორჩენილი, - წერს BBC-ი.

დოკუმენტი იმდენად დამწვარია, რომ ნახშირს ჰგავს. მეცნიერების თქმით, ის ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევის დროინდელი (ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წელი) გრაგნილია. სპეციალისტებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი და რენტგენოლოგია. ამ მეთოდის გამოყენებით მათ დოკუმენტში ვირტუალურად ჩახედვა შეძლეს და ტექსტის აბზაცებიც გაარჩიეს.

მათი თქმით, წინ ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის, რომ ტექსტის წაკითხვა შესაძლებელი გახდეს, თუმცა მეცნიერების აზრით, შედეგები ბევრის მთქმელია და კვლევა წარმატებით დასრულდება.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ პრაქტიკულად მთელი ტექსტის წაკითხვას და ეს პირველად ხდება, როდესაც ჩვენ ამის თქმა, ასე დამაჯერებლად შეგვიძლია“, - განაცხადა პროექტ Vesuvius Challenge-ის ხელმძღვანელმა სტივენ პარსონსმა.

ზოგიერთი ასო უძველეს ტექსტში ძალიან მკაფიოდ ჩანს და სპეციალისტები თვლიან, რომ ეს ფილოსოფიური ნაწარმოებია.

728
300
728
300