საპატრიარქო: წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება აღევლინება და სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება

თებ 8, 2025 - 13:06
 0  12
საპატრიარქო: წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება აღევლინება და სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგდოებასთან ურთიერთობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

728
300

მათივე განცხადებით, ხვალ, დავითობასთან დაკავშირებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში და თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

„09:00 საათზე - დავითობის წირვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში;
10:00 საათზე - დავითობის წირვა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში;
10:00-13.30 საათზე - მცხეთასა და თბილისში დავით აღმაშენებლის სახელობის ხეივნისა და ქუჩების კურთხევა, მოსახლეობის დალოცვა;
12:00 საათზე - მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში, სამღვდელოების პარაკლისი დიდგორის ველზე მდებარე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში; პარაკლისის შემდეგ ლოცვითი მსვლელობა მრევლთან ერთად მეფე დავითის მონუმენტამდე;

13:00 საათზე - თბილისის შემოსასვლელში მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის სამეფო გვირგვინით შემკობა;
13:30 საათზე - ლოცვითი მსვლელობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან (24 საჯარო სკოლის ტერიტორია) სამების საკათედრო ტაძრამდე და სამშვიდობო პარაკლისი.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე გაიმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

728
300