გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიპში „სანდერლენდთან“ ფრედ ითამაშა

შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპში „სანდერლენდს“ ესტუმრა და მატჩის ბოლოსკენ გაშვებული გოლის გამო გამარჯვება ხელიდან გაუშვა 2:2.
31-ე ტურის გასვლით დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, გამორჩეულად ტექნიკურად თამაშობდა, მაგრამ გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.
ანგარიში „სანდერლენდმა“ მე-16 წუთზე გახსნა. სტუმართა კარი ლუკ ონინიმ აიღო. „უოტფორდმა“ წონასწორობა 43-ე წუთზე პენალტით აღადგინა – საჯარიმო დარტყმა აიოტომივა დელე-ბაშირუმ უნაკლოდ შეასრულა.
„უოტფორდისთვის“ მეორე ტაიმი ყველაზე სასურველი სცენარით დაიწყო: 47-ე წუთზე ქართველმა შემტევმა იერიში განავითარა, საჯარიმოსთან ბურთი იმრან ლოუზამ მიიღო და ისე სწრაფად გაუშვა „ცხრიანში“, მეკარემ რეაგირება ვერ მოახერხა. მაგრამ მასპინძლებმა 89-ე წუთზე დენის ჩირკინის გოლით ქულა მაინც გადაარჩინეს.
„უოტფორდმა“ ამ შეხვედრის შემდეგ 42 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონშიპში ჩატარებული 31-ე ტურის შემდეგ მე-10 ადგილზეა.
ნოე 11, 2024 0 13026
ნოე 10, 2024 0 12813
ნოე 13, 2024 0 9457
ნოე 12, 2024 0 8579
ნოე 10, 2024 0 8415
მარ 6, 2025 0 2
თებ 6, 2025 0 10
თებ 4, 2025 0 9
ნოე 27, 2024 0 5189
ნოე 13, 2024 0 9457
სულ ხმა მისცა: 6
კი