დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „რენთან“ დამარცხდა

შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „რენს“ უმასპინძლა და დაძაბული დაპირისპირება 0:2 დათმო.
საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა მეტოქეებმა მაღალ ტემპში დაიწყეს, ანგარიშის გახსნა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ეს მე-15 წუთზე კონტრშეტევაზე სტუმრებმა მოახერხეს და არნო კალიმუენდოს ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში გამორჩეული იყო, შეტევების გამწვავებას ცდილობდა, მცველებს აწუხებდა, მაგრამ საბოლოოდ ქართველის მცდელობებს შედეგი არ მოუტანია. 85-ე წუთზე კი „რენმა“ მაჰამადუ ნაგიდას გოლით უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ 2:0 მოიგო.
საფრანგეთის ლიგა1-ში გამართული 21 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 18 ქულით მე-16 ადგილზეა.
ნოე 11, 2024 0 13029
ნოე 10, 2024 0 12815
ნოე 13, 2024 0 9459
ნოე 12, 2024 0 8581
ნოე 10, 2024 0 8417
მარ 6, 2025 0 6
თებ 6, 2025 0 13
თებ 4, 2025 0 12
ნოე 27, 2024 0 5192
ნოე 13, 2024 0 9459
სულ ხმა მისცა: 6
კი