გიორგი მიქაუტაძემ „რეიმსს“ გაუტანა - „ლიონმა“ დიდი ანგარიშით მოიგო

შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „რეიმსს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოიგო – 4:0.
21-ე ტურის შეხვედრამდე „ლიონის“ კაპიტანი ალექსანდრ ლაკაზეტი დაშავდა და ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების თავდამხმელი მოხვდა. გიორგიმ 90 წუთი ითამაშა და გარკვეული პაუზის შემდეგ ლიგა 1-ში გოლის გატანა მოახერხა.
ანგარიშის „ლიონმა“ 36-ე წუთზე ნიკოლა ტალიაფიკოს დარტყმით გახსნა, 68-ე წუთზე ახლოდან ზუსტი თავური დარტყმით სორენტინ ტოლისომ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, 79-ე წუთზე მიქაუტაძემ თანაგუნდელის გადაცემა მახვილგონივრულად გაატარა და უკეთეს პოზიციაზე მყოფმა რაიან ჩერკიმ სტუმრებს მესამედ გაუტანა, 90+3-ე წუთზე კი ჩერკის გადაცემით გიორგიმაც გაიტანა.
„ლიონმა“ 33 ქულა დააგროვა, 21 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-6 ადგილზეა და კონფერენს ლიგის ზონაში დაწინაურდა, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება.
ნოე 11, 2024 0 13027
ნოე 10, 2024 0 12814
ნოე 13, 2024 0 9458
ნოე 12, 2024 0 8580
ნოე 10, 2024 0 8416
მარ 6, 2025 0 3
თებ 6, 2025 0 11
თებ 4, 2025 0 10
ნოე 27, 2024 0 5191
ნოე 13, 2024 0 9458
სულ ხმა მისცა: 6
კი