ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ თუ აშშ ევროკავშირის მიმართ დააწესებს ტარიფებს, ისინი საპასუხო ზომებს მიიღებენ

თებ 11, 2025 - 10:10
 0  4
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ თუ აშშ ევროკავშირის მიმართ დააწესებს ტარიფებს, ისინი საპასუხო ზომებს მიიღებენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ თუ აშშ ევროკავშირის მიმართ დააწესებს ტარიფებს, ისინი საპასუხო ზომებს მიიღებენ.

728
300

„ერთი რამ ნათელია, ჩვენ ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ, როგორც ევროკავშირი, როდესაც ეს ჩვენ შეგვეხება. ამიტომ ჩვენ სიფრთხილით ვსაუბრობთ ახლა, როდესაც ეს გადაწყვეტილება არ არის ოფიციალური. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ძალიან ფრთხილად ვთქვათ, როდესაც ეს ჯერ არ არის ოფიციალური, მაგრამ სიცხადით, ვინც ტარიფებს აწესებს, უნდა ელოდეს კონტრტარიფებს“, – თქვა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა უკრაინის დახმარებაზე. შოლცს აქვს მოლოდინი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და ეს არის ის, რაც განიხილა დონალდ ტრამპთან საუბრისას.

„ერთი რამ ცხადია, ჩვენ არ შევამცირებთ უკრაინის მხარდაჭერას. ევროპაში გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია და ეს ასეც დარჩება. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა ასევე გააგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მე ვთვლი, რომ ეს მკაფიო სიგნალი იქნება გაგზავნილი, რადგან ეს ასევე საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გააცნობიეროს, რომ არ შეუძლია დაეყრდნოს იმას, რომ უკრაინის მეგობრები შეამცირებენ მხარდაჭერას“, – აღნიშნა შოლცმა.

728
300