ესპანეთი: იალქნიან ნავზე 600 კილოგრამი კოკაინი აღმოჩნდა

თებ 12, 2025 - 08:39
 0  1
ესპანეთი: იალქნიან ნავზე 600 კილოგრამი კოკაინი აღმოჩნდა

იალქნიანი ნავი, რომლითაც 600 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდათ, ატლანტის ოკეანეში საზღვაო ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ოპერაციის დროს დააკავეს, რომელშიც ესპანეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სამართალდამცავები მონაწილეობდნენ.

728
300

ესპანეთის ეროვნული პოლიციის ცნობით, იალქნიანი ნავი, რომელიც პოლონეთის დროშით დაცურავდა, ტენერიფედან დასავლეთით, დაახლოებით 800 საზღვაო მილის მანძილზე, კარიბის ზღაში საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

ეკიპაჟის ორი წევრი დაპატიმრებულია. სამართალდამცავებმა ამოიღეს 600 კილოგრამი კოკაინი, რომელიც 19 პაკეტად იყო დანაწევრებული, ასევე სხვადასხვა დოკუმენტი და ელექტრონული მოწყობილობა.

728
300