დუბაიში „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა

შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა – „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროში ფერებში კიდევ ერთხელ განათდა.
როგორც ქალაქ დუბაიდან საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება, „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში ამჯერად მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილე საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად განათდა.
მსოფლიო მთავრობათა სამიტის მთავარი თემაა „მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება“ და მას 6 ათასზე მეტი დელეგატი ესწრება. სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს. მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
ცნობისთვის, მანამდე „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა მიმდინარე წლის 27 იანვარს. მაშინ მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის საქართველოს დროშის ფერებში განათება უკავშირდებოდა საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებას.
ნოე 11, 2024 0 13029
ნოე 10, 2024 0 12815
ნოე 13, 2024 0 9459
ნოე 12, 2024 0 8581
ნოე 10, 2024 0 8417
მარ 6, 2025 0 6
თებ 6, 2025 0 13
თებ 4, 2025 0 12
ნოე 27, 2024 0 5192
ნოე 13, 2024 0 9459
სულ ხმა მისცა: 6
კი