გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეორედ გაიტანა - „ლიონმა“ აუტსაიდერი დაამარცხა

თებ 17, 2025 - 13:28
 0  6
გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეორედ გაიტანა - „ლიონმა“ აუტსაიდერი დაამარცხა

გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და გასვლაზე აუტსაიდერ „მონპელიესთან“ „ლიონის“ გამარჯვებას დაუდო სათავე – 4:1.

728
300

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში ქართველი თავდამსხმელი ლიონელების ძირითად შემადგენლობაში იყო, 70 წუთი ითამაშა, ანგარიში მე-3 წუთზე რაიან ჩერკის გადაცემით გახსნა და მაღალი შეფასებაც მიიღო – 7,2 ქულა.

მართალია, „მონპელიემ“ პირველ ტაიმში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ერნესტ ნუამას (50), კორენტენ ტოლისოს (53) და ალექსანდრ ლაკაზეტის (73) გოლებით სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

საბოლოოდ, „ლიონმა“ 4:1 გაიმარჯვა და 36 ქულთ მე-5 ადგილზე, ევროპალიგის ზონაში აინაცვლა. გიორგი მიქაუტაძემ კი მიმდინარე სეზონში საკუთარ ანგარიშზე ლიგა 1-ში მე-6 გოლი ჩაიწერა.

728
300