სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს

თებ 18, 2025 - 15:03
 0  9
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

728
300

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. სალომე ზურაბიშვილს „ენჯეოების აგენტი“, მონა და მოღალატე უწოდეს.

ცნობისთვის, გუშინ აეროპორტში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიასაც დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.

728
300