პოლონეთმა დაიწყო საქართველოს იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, ტუსკი აცხადებს, რომ „ხელისუფლება ეფექტურად შლის ქართულ ბანდებს“

მარ 6, 2025 - 04:00
 0  3
პოლონეთმა დაიწყო საქართველოს იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, ტუსკი აცხადებს, რომ „ხელისუფლება ეფექტურად შლის ქართულ ბანდებს“

პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში ვიდეომასალას ავრცელებს.

728
300

პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „ხელისუფლება ეფექტურად შლის ქართულ ბანდებს“.

გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს, ქვეყნიდან გააძევებდნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მაშინ განაცხადა, რომ პოლონეთში დაკავებული უცხოელი კრიმინალების დეპორტაცია მათი წარმოშობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მარტის პირველ კვირაში განხორციელდებოდა.

პოლონეთის მთავრობაში აცხდებენ, რომ ესენი არიან „კრიმინალები, რომლებმაც იპოვეს პოლონეთში ცხოვრების გზა კანონის დარღვევით“.

728
300