შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ჩეხეთი-საქართველოს ნაკრებების ერთა ლიგის ბოლო საშინაო მატჩის ბილეთები სრულად და ძალიან სწრაფად გაიყიდა – ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„ჩეხეთის ეროვნული გუნდის ბოლო საშინაო მატჩის ბილეთები სულ რამდენიმე დღეში გაიყიდა. ერთა ლიგაზე საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრა 19 ნოემბერს ოლომოუცის სტადიონზეა დაგეგმილი.
საინტერესოა, რომ ჩეხეთში გულშემატკივართა ზოგიერთი ჯგუფისთვის ბილეთები დაბალ ფასში იყიდება – ამ შემთხვევაში, მასპინძელი ქალაქის გუნდის, „სიგმას“ და ეროვნული ნაკრების ფან-კლუბების წევრებისთვის 30-პროცენტიანი ფასდაკლებაა გათვალისწინებული, შშმ პირებისდა ბავშვებისთვის კი 50-პროცენტიანი შეღავათი იქნება.
„ალბანეთთან ბოლო საშინაო მატჩში შესანიშნავი ატმოსფერო იყო და მჯერა, რომ ოლომოუცში საქართველოს წინააღმდეგაც იგივე იქნება. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისეთივე თამაში და შედეგი ვაჩვენოთ, როგორც ალბანეთთან“, – განაცხადა ჩეხეთის ნაკრების სპორტულმა მენეჯერმა ტომაშ ჰუბშმანმა.
ნოე 10, 2024 0 286
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 11, 2024 0 129
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 13, 2024 0 89
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 10, 2024 0 286
სულ ხმა მისცა: 1
კი