საფრანგეთის ლიგა ერთში ზურიკო დავითაშვილის გოლი გამოარჩიეს
საფრანგეთის ლიგა ერთში ზურიკო დავითაშვილის გოლი გამოარჩიეს.
ქართველი ფეხბურთელის მიერ „ოსერის“ კარში გატანილი ბურთი ოქტომბრის თვის საუკეთესოდ დაასახელეს. საქართველოს ნაკრების წევრმა 5 ოქტომბერს „ოსერის“ წინააღმდეგ თავი „ჰეთ თრიქით“ გამოიჩინა და ამ სამი გოლიდან საუკეთესოდ პირველი აღიარეს.
ზურიკო დავითაშვილს ძალიან წარმატებული ოქტომბერი ჰქონდა. მან სამ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა.