ლონდონის კანალიზაციის ნარჩენებისგან მიღებულ სითბოს ბრიტანეთის პარლამენტის გასათბობად გამოიყენებენ

ნოე 10, 2024 - 15:41
 0  10
ლონდონის კანალიზაციის ნარჩენებისგან მიღებულ სითბოს ბრიტანეთის პარლამენტის გასათბობად გამოიყენებენ

ლონდონის კანალიზაციის ნარჩენებისგან მიღებულ სითბოს ბრიტანეთის პარლამენტის გასათბობად გამოიყენებენ

728
300

ახალი მთავრობის გეგმების მიხედვით, ლონდონის ღირსშესანიშნაობების, მათ შორის, ბრიტანეთის პარლამენტის გასათბობად, შეიძლება ნაკლები ნახშირბადის შემცველი ენერგია გამოიყენონ, რომელსაც მდინარე ტემზადან, ლონდონის მეტროს სისტემიდან და კანალიზაციის ქსელიდან მიიღებენ. ალტერნატიული გათბობა, შესაძლოა, 1000-მდე შენობა-ნაგებობამ მოიხმაროს. დეკარბონირებული სითბოს მოხმარებისთვის შექმნილი ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველსაყოფს ცენტრალური გათბობის სისტემებისთვის სხვადასხვა წყაროდან მიღებული ენერგიის ხარჯზე გაცხელებული წყლის მიწოდებას ვესტმინსტერის რაიონში (ცენტრალური ლონდონი), სადაც პარლამენტი მდებარეობს. ერთი მილიარდი ფუნტი (1.3 მილიარდი დოლარი) ღირებულების დაბალი ნახშირბადის შემცველი თერმული ინფრასტრუქტურის პროექტი, რომელიც ვესტმინსტერის საბჭოსა და ენერგეტიკული უსაფრთხოების და კლიმატური ნეიტრალიტეტის სამინისტროს (DESNZ) მიერ არის ინიცირებული, მიზნად ისახავს მცირე ფართობზე გადამუშავებული სითბოს თავმოყრას და მის ლოკალურ განაწილებას.

ასეთი ქსელები, თითოეულ შენობაში საკუთარი თბური ტუმბოს დაყენებასთან შედარებით, დეკარბონიზაციის გაცილებით იაფ მეთოდად მიიჩნევა. სავარაუდოა, რომ უახლოეს წლებში ისინი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ გაერთიანებული სამეფოს ენერგომომარაგებაში, რადგან მთავრობა ცდილობს, ათწლეულის ბოლომდე ქვეყნის ენერგოსისტემა წიაღისეულ ენერგიას მთლიანად „ჩამოაშოროს“. ენერგეტიკული უსაფრთხოების და კლიმატური ნეიტრალიტეტის მინისტრმა, მიატა ფაჰნბულეჰმა (Fahnbulleh) აღნიშნა, რომ პროექტი წარმოადგენს „ახალ გაბედულ ნაბიჯს ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ერთ-ერთია გათბობის ქსელის იმ შვიდი ზონიდან, რომლის მხარდასაჭერად მთავრობამ 5 მილიონ ფუნტზე მეტი გამოყო“. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ახალმა ლეიბორისტულმა მთავრობამ ივლისში პირობა დადო, რომ „2030 წლისთვის ქვეყანაში ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვი იქნება“.

ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის წარმოება, რომელშიც ადრე ქვანახშირი დომინირებდა, ამჟამად კი ბუნებრივ აირს იყენებს, ნახშირორჟანგის მთლიან ემისიას არ გაზრდის. ამის ნაცვლად, მომდევნო ათწლეულის დასაწყისიდან, ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი ქარის, მზის, ბირთვული ენერგიისა და მოქცევის ენერგიისგან იქნება მიღებული. ლეიბორისტები ამბობენ, რომ მათი გეგმები წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს და შინამეურნეობებისთვის ენერგომატარებლებზე გადასახადების შემცირებას გამოიწვევს. „სამხრეთ ვესტმინსტერის არეალის ქსელის“ (SWAN) პროექტის განხორციელება 2026 წელს უნდა დაიწყოს.

728
300