შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ოქტომბერში დავითაშვილმა სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. ზურიკომ ორჯერ „ანჟეს“ გაუტანა, ხოლო „ოსერის“ წინააღმდეგ ჰეთთრიქი შეასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან ერთად თვის საუკეთესოს წოდებისთვის ბრედლი ბარკოლა (პსჟ) და ლუკას შევალიე („ლილი“) იბრძოდნენ.
UNFPA Football Trophies-ი პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირის (UNFP) მიერ დაწესებული ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა მოთამაშეებს, რომლებიც თამაშობენ საფრანგეთის ლიგა 1-ში, ლიგა 2-ში და ქალთა ლიგაში
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი ასევე გახდა ოქტომბრის საუკეთესო გოლის ავტორიც. ლიგა 1-მა „ოსერის“ კარში მისი პირველი გოლი გამოარჩია.
ნოე 10, 2024 0 1604
ნოე 11, 2024 0 1581
ნოე 10, 2024 0 1260
ნოე 12, 2024 0 941
ნოე 13, 2024 0 895
ნოე 27, 2024 0 533
ნოე 13, 2024 0 895
ნოე 12, 2024 0 941
ნოე 11, 2024 0 1581
ნოე 10, 2024 0 1604
სულ ხმა მისცა: 1
კი