შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და შეახსენა ევროპაში ვაშინგტონის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის ყოფნის შესახებ.
ანონიმური პირის თქმით, ორმა ლიდერმა განიხილა ევროპის კონტინენტზე მშვიდობის მიღწევის მიზანი, ტრამპმა კი გამოხატა შემდგომი დიალოგის სურვილი „უკრაინის ომის მალე დასრულების“ განსახილველად.
ამასთან, ანონიმური წყაროს თქმით, უკრაინის მთავრობა ინფორმირებული იყო პუტინთან საუბრის შესახებ და არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა საუბრის გამართვასთან დაკავშირებით. მისივე ცნობით, დიდი ხანია, უკრაინელ მოხელეებს ესმით, რომ ტრამპი პუტინთან უკრაინის დიპლომატიურ გადაწყვეტას განიხილავდა.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, პირად საუბრებში ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის მიტაცებული ტერიტორიების ნაწილს.
ნოე 10, 2024 0 1596
ნოე 11, 2024 0 1573
ნოე 10, 2024 0 1256
ნოე 12, 2024 0 933
ნოე 13, 2024 0 891
ნოე 27, 2024 0 531
ნოე 13, 2024 0 891
ნოე 12, 2024 0 933
ნოე 11, 2024 0 1573
ნოე 10, 2024 0 1596
სულ ხმა მისცა: 1
კი