შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
პოლიციამ ამსტერდამში 100-ზე მეტი პროპალესტინელი დემონსტრანტი დააკავა, რომლებმაც დაარღვიეს დემონსტრაციების ჩატარების შესახებ აკრძალვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აკრძალვა მას შემდეგ დაწესდა, რაც რამდენიმე დღის წინ ამსტერდამში ისრაელელ ფეხბურთის გულშემატკივრებს თავს დაესხნენ.
ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა დამის მოედანზე. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „თავისუფლება პალესტინას“ და „ამსტერდამი ამბობს – არა გენოციდს“.
პოლიციის პრესსპიკერის, რამონა ვან დენ ოხტენდის განცხადებით, დაკავებულები ავტობუსებით გადაიყვანეს ქალაქის გარეუბნებში, თუმცა დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუდასტურებია.
რამდენიმე დღის წინ მომხდარ ძალადობრივ ქმედებებში ეჭვმიტანილი ოთხი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაკავებულია. კიდევ 40 ადამიანს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ათს – ვანდალიზმისა და სხვა სამართალდარღვევებისთვის.
ნოე 10, 2024 0 1595
ნოე 11, 2024 0 1568
ნოე 10, 2024 0 1253
ნოე 12, 2024 0 933
ნოე 13, 2024 0 887
ნოე 27, 2024 0 531
ნოე 13, 2024 0 887
ნოე 12, 2024 0 933
ნოე 11, 2024 0 1568
ნოე 10, 2024 0 1595
სულ ხმა მისცა: 1
კი