შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მილანში „ინტერს“ ესტუმრა და მოქმედ ჩემპიონთან ქულის მოპოვებით ლიდერობა შეინარჩუნა – 1:1.
იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის დაპირისპირება „ნაპოლიმ“ მოქმედ ჩემპიონზე უკეთ დაიწყო და 23-ე წუთზე დაწინაურდა. კუთხურიდან ხვიჩა კვარაცხელიას მოწოდებულ ბურთს მიმართულება ამირ რახმანიმ შეუცვალა, დამატებაზე კი სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა.
მილანელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, უპირატესობა მოიპოვეს, მომენტები შექმნეს და საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწიეს. 43-ე წუთზე „ინტერის“ თურქმა ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ძლიერი დარტყმით „ნაპოლის“ ეფექტურად გაუტანა, თუმცა, სტუმართა მეკარეც შეცდა.
„ინტერს“ მეორე ტაიმში წინ გასვლის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩალჰანოღლუმ ნეაპოლელთა კარში დანიშნული პენალტით ვერ ისარგებლა – ბურთი ძელს მოარტყა.
სერია A-ში გამართული 12 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 26 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ 25 ქულის მქონე ოთხი გუნდმა („ატალანტა“, „ფიორენტინა“, „ინტერი“, „ლაციო“) ლიდერთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.
ნოე 10, 2024 0 1604
ნოე 11, 2024 0 1582
ნოე 10, 2024 0 1261
ნოე 12, 2024 0 945
ნოე 13, 2024 0 896
ნოე 27, 2024 0 533
ნოე 13, 2024 0 896
ნოე 12, 2024 0 945
ნოე 11, 2024 0 1582
ნოე 10, 2024 0 1604
სულ ხმა მისცა: 1
კი