ჰოლანდიის პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა, რომლებიც ებრაელების მასობრივი დარბევის შემდეგ ორგანიზებულ პრო-პალესტინურ დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ
ჰოლანდიის პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა, რომლებიც ებრაელების მასობრივი დარბევის შემდეგ ორგანიზებულ პრო-პალესტინურ დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ, - იუწყება Reuters-ი.
ჰოლანდიის პოლიციაში ასევე განმარტეს, რომ 300-მდე ადამიანი გაიყვანეს გასულ კვირას ტერიტორიიდან, რომლებმაც უგულებელყვეს სამართალდამცავების მოწოდება დემონსტრაციების აკრძალვასთან დაკავშირებით.
ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ამსტერდამში, დამის მოედანზე. ისინი სკანდირებდნენ: „თავისუფალი პალესტინა“ და „ამსტერდამი ეუბნება არას გენოციდს“, ისინი გულისხმობდნენ ომს ღაზას სექტორში.
ისრაელი გენოციდთან დაკავშირებულ ბრალდებებს არ აღიარებს.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს ევროპის ლიგის ფარგლებში ნიდერლანდურ კლუბ „აიაქსსა“ და თელ-ავივის „მაკაბის“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ ამსტერდამში არეულობა დაიწყო. ადამიანები, რომლებიც პალესტინურ ლოზუნგებს ყვიროდნენ „მაკაბის“ საგულშემატკივროდ ჩასულ ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ. ათი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, კიდევ სამი დაკარგულად ითვლება.