საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 100 ათასი მოწამის ხსენების დღე აღნიშნა

ნოე 13, 2024 - 20:05
 0  147
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 100 ათასი მოწამის ხსენების დღე აღნიშნა

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 100 ათასი მოწამის ხსენების დღე აღნიშნა.

728
300

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, მრევლთან ერთად, მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც მტკვარში ყვავილების გვირგვინები ჩაუშვეს.

რვა საუკუნის წინ, თბილისის აღების შემდეგ სარწმუნოებისთვის თავდადებულ 100 ათას ქრისტიანს თავი მოკვეთეს და მტკვარში გადაყარეს. 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალედინის ბრძანებით, 1227 წელს აღესრულა, რადგან მათ სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს.

728
300