ზღვის ჭიის ნაირსახეობა, რომელიც მეცნიერებს თითქმის 70 წლის განმავლობაში გადაშენებული ეგონათ, ისევ გამოჩნდა

ნოე 16, 2024 - 17:41
 0  13
ზღვის ჭიის ნაირსახეობა, რომელიც მეცნიერებს თითქმის 70 წლის განმავლობაში გადაშენებული ეგონათ, ისევ გამოჩნდა

მეცნიერებმა მიაგნეს ზღვის ჭიის იმ ნაირსახეობას, რომელიც თითქმის 70 წელი გადაშენებული ეგონათ, - წერს CNN.

728
300

საქმე ეხება ზღვის ჭიის ნაირსახეობას - Haplosyllis anthogorgicola, რომელიც 1956 წლიდან გადაშენებულად ითვლებოდა.

კვლევის დროს მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს მარჯნის რიფზე გადაღებული ფოტო. მარჯნის რიფი ზღვის ჭიის სახლად მიიჩნევა. ფოტოს დათვალიერებისას, უკანა ფონზე მეცნიერებმა შენიშნეს ზღვის ჭიები და მათი ბუდეები.

მეცნიერების თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ მათ ეს ნაირსახეობა გადაშენებული ეგონათ, ზღვის ჭიები მარჯნის რიფებზე ყვაოდნენ.

728
300