პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში რობოტმა ქალს ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა

ნოე 22, 2024 - 13:13
 0  4
პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში რობოტმა ქალს ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა

აშშ-ში პირველი უნიკალური ოპერაცია ჩატარდა - ქალს, რომელიც ქრონიკული დაავადებით იტანჯებოდა ორივე ფილტვი რობოტის დახმარებით გადაუნერგეს, - იუწყება ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრი NYU Langone Health.

შერილ მერკარი 57 წლისაა და თვითონაც ექიმია. მას ათ წელიწადზე მეტია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს. დაავადება განსაკუთრებით კორონავირუსის გადატანის შემდეგ გამწვავდა და მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ოპერაცია ერთი თვის წინ ჩატარდა და მერკარი უკვე კლინიკიდან გამოწერისთვის ემზადება.

ექიმების თქმით, ამ მეთოდის მეშვეობით მათ ეძლევათ საშუალება მაქსიმალურად წარმატებით ჩაატარონ ოპერაცია, შეამცირონ ნეგატიური შედეგები, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას მოჰყვება.

შერილ მერკარი თავს ფანტასტიკურად გრძნობს. მისი თქმით, ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა, რომ შეძლებდა თავისუფლად სუნთქვას და სიცოცხლის მეორე შანსი მიეცემოდა.

728
300
728
300