24 ნოემბერს, 14:30 საათზე, კინო-თეატრ Studio-ში წარმოდგენილი იქნება ორი განსაკუთრებული სპექტაკლი:
ნოდარ დუმბაძის „ცის კარი“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი)
„ილია – თანამდევი სული“ (რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი ვასო ჩიგოგიძე).
ეს მნიშვნელოვანი მოვლენა თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ჩანაწერი იქნება, რადგან „ილია – თანამდევი სული“ მსოფლიო პრემიერით პირველად სწორედ ათენის სცენაზე იქნება წარმოდგენილი! სპექტაკლი
მოგვითხრობს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაზე, მისი ბავშვობიდან ტრაგიკულ დასასრულამდე. სპექტაკლი სვამს მტკივნეულ კითხვას: „დღესაც ვკლავთ ილიას?“ და გამოყოფს მის ეროვნულ და მორალურ იდეალებს, რომლებიც დღესაც აქტუალურია და გასააზრებელი.
სპექტაკლი „ცის კარი“:
ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვიყვება, რომელიც მის ავტობიოგრაფიულ ტექსტებზეა დაფუძნებული.
ეს გასტროლი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თეატრის ისტორიაში და გაუსვამს ხაზს ქართული კულტურის სიღრმესა და მნიშვნელობას!
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი მადლობას უხდის მასპინძელს- ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს
მისამართი: სტავროპულუ-ს ქ. 33 & სპარტის ქუჩების კვეთა, „ამერიკის მოედანი".
ბილეთების დაჯავშნა: 210.7211226-6945.381250-6995.6444-6995.984242-6994.422530
The State Drama Theatre of Ozurgeti Embarks on a Remarkable Tour in Athens!
On November 24th, at 14:30, two special performances will be presented at the Kino-Theater Studio:
Nodar Dumbadze's "The Sky Gate" (Directed by Elene Matzkhonashvili)
"Ilia – The Companion Soul" (Directed by and adapted by Vaso Chigogidze)
This important event will mark a significant moment in the theatre's history as the play "Ilia – The Companion Soul" will have its world premiere on the Athens stage! The performance tells the story of Ilia Chavchavadze’s life, from his childhood to his tragic end. It poses a poignant question: “Do we still kill Ilia today?” and highlights his national and moral ideals, which remain relevant and worthy of reflection.
The play "The Sky Gate": This performance tells the life and works of Nodar Dumbadze, based on his autobiographical texts.
This tour will occupy a special place in the theatre's history, emphasizing the depth and significance of Georgian culture!
The State Drama Theatre of Ozurgeti extends its gratitude to the host – the Head of the Athens Education and Culture Center, Mr. Avtandil Mikaberidze!