შვეიცარიის სასამართლომ სიმსუქნე, გარკვეულ შემთხვევებში, ინვალიდობად აღიარა

ნოე 25, 2024 - 18:41
 0  55
შვეიცარიის სასამართლომ სიმსუქნე, გარკვეულ შემთხვევებში, ინვალიდობად აღიარა

სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს ახლა უკვე აქვთ უფლება, გარკვეულ შემთხვევებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გათვალისწინებული პენსია მიიღონ. შვეიცარიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ფაქტი, რომ დაავადება განკურნებადია, პენსიით ავტომატურად სარგებლობის უფლებას აღარ გამორიცხავს.

728
300

აქამდე სიმსუქნე ინვალიდობის პენსიის უფლების მინიჭების საფუძვლად არ მიიჩნეოდა. ის ინვალიდობის დაზღვევით მხოლოდ იმ შემთხვევაში იფარებოდა, თუ ზედმეტმა წონამ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური აშლილობა გამოიწვია.

ამ პრეცედენტული სამართლის საფუძველი იყო იდეა, რომ ნორმალურ წონაზე დაბრუნება ნებისყოფის საკითხია. იგი შთაგონებული იყო მავნე დამოკიდებულებებთან მიმართებაში შემუშავებული სასამართლო პრაქტიკით. თუმცა, ეს პრაქტიკა შეიცვალა და ახლა ინვალიდობის დაზღვევის ფონდმა უნდა შეაფასოს, რამდენად მოქმედებს ჭარბ წონაზე დამოკიდებულება დაზღვეულის შრომისუნარიანობაზე.

რთული დაავადება

ფედერალური სასამართლოს განცხადებით, არ არსებობს საფუძველი სიმსუქნის პრეცედენტული სამართლის შესანარჩუნებლად, რომელიც გამორიცხავდა შეღავათების უფლებას იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობა შესაძლებელი იყო. სასამართლოს აზრით, სიმსუქნე ქრონიკული და რთული სომატური დაავადებაა.

ამიერიდან, დაავადების არსებობის შემთხვევაში, შრომისუნარიანობის შეზღუდვის ხარისხი, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში, ცალკე უნდა დადგინდეს. თუმცა, ზიანის შემცირების ვალდებულება სიმსუქნეზეცვ რცელდება: ინვალიდობის პენსიის უფლება გულისხმობს დაინტერესებული პირის გონივრულად საჭირო მკურნალობას, როგორიცაა, მაგალითად, დიეტოთერაპია, მედიკამენტები, ქცევითი თერაპია ან ფიზიკური აქტივობის პროგრამა.

ამ შემთხვევაში, ფედერალურმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აარგაუს კანტონში მცხოვრები მესამე კლასის სიმსუქნის მქონე (უკიდურესი ჭარბი წონა) ქალის საჩივარი, რომელიც მანამდე ამაოდ ითხოვდა პენსიას. მოსამართლეების განჩინებით, აშკარა იყო, რომ ეს ქალი 100%-ით მუშაობას ვერ შეძლებდა. ინვალიდობის დაზღვევის კანტონის ოფისმა ახლა მისი საქმე უნდა განიხილოს და სამედიცინო კვლევები დანიშნოს.

728
300