შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
არსებობს კოგნიტური ტენდენციურობა, რომელსაც „ცოდნის წყევლას“ უწოდებენ. ეს მაშინ ხდება, როდესაც არასწორად თვლით, რომ მოცემულ საკითხზე ყველამ იმდენივე იცის, რამდენიც შენ.
მაგალითად, კლინიკურ მიკრობიოლოგს შეიძლება სჯეროდეს, თითქოს ყველამ იცის, რომ საშინელი იდეაა, ახალშობილს თავის არეში ნებისმიერ ადგილას აკოცო.
ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისის ქირურგმა კარან რაჯმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ხალხს აფრთხილებდა ჩვილისთვის კოცნის საფრთხეების შესახებ. ვიდეოს ათასობით კომენტარი მოჰყვა, რომლებიც მეტყველებს, რომ მრავალი მომხმარებლისთვის ეს ინფორმაცია სრულიად ახალია.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრიტანეთის ლესტერის უნივერსიტეტის კლინიკური მიკრობიოლოგი პრიმროუზ ფრისტონი გამოცემა The Conversation-ში წერის აქვეყნებს. ჩვენი სტატია სწორედ ამ წერილზე დაყრდნობით არის მომზადებული.
გასული წლის ბოლოს, ბრიტანულმა ფონდმა The Lullaby Trust-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, ახალი და მომავალი მშობლების 54 პროცენტი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ახალშობილისთვის კოცნოს უფლებას მისცემს, რადგან არაფერი იცოდნენ სერიოზულ ინფექციათა რისკის შესახებ.
საინტერესოა, რატომ არის ასე სახიფათო ახალშობილი ბავშვისთვის კოცნა?
დაბადებისას, ბავშვის იმუნური სისტემა სრულად ჩამოყალიბებული არ არის და ამიტომ, გაცილებით მაღალია სერიოზული ინფექციის მიღების რისკი.
პირველი სამი თვის განმავლობაში, ჩვილის იმუნურ სისტემას ცოტა აქვს ინფექციების წინააღმდეგ მებრძოლი თანდაყოლილი უჯრედები, მაგალითად, ნეიტროფილები და მონოციტები. შედეგად, ინფექციები, რომლებიც მოზრდილ ან დიდ ბავშვებში მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, შეიძლება ჩვილების სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს.
ამის ერთ-ერთი მაგალითია ჰერპესის ვირუსი. მოზრდილებში ჰერპესი მუწუკებს იწვევს, მაგრამ ამ ვირუსის გადადების შემთხვევაში, ჩვილები შეიძლება სწრაფად გახდნენ სერიოზულად ავად.
თუ ჰერპესმა ჩვილის მხოლოდ თვალები, პირი ან კანი დააზიანა, უმეტეს შემთხვევაში, ისინი ანტივირუსული მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდებიან. მაგრამ თუკი ვირუსი სისტემური გახდა და იმოქმედა ჩვილის ორგანოებზე, ინფექცია უკვე გაცილებით სერიოზულია და შეიძლება სასიკვდილოც.
რაც უფრო ასაკით პატარაა ჩვილი, მით უფრო მოწყვლადია ჰერპესის ინფექციისადმი, განსაკუთრებით დაბადებიდან პირველი ოთხი კვირის განმავლობაში.
ამას გარდა, ახალშობილები დიდ ბავშვებსა და მოზრდილებზე მეტად მოწყვლადნი არიან ინფექციური ბაქტერიებისადმი, განსაკუთრებით მგრძნობიარენი კი უჯრედშიდა პათოგენების ინფექციებისადმი (ბაქტერიები, რომლებსაც უჯრედში შესვლა და იქ არსებობა შეუძლიათ), მაგალითად B ჯგუფის სტრეპტოკოკებისადმი.
ხშირად, ეს ბაქტერიები თავიანთ მასპინძელთა კუჭ-ნაწლავისა და გენიტალურ ტრაქტებში ბინადრობენ ისე, რომ არ იწვევენ რაიმე დაავადებას. B ჯგუფის სტრეპტოკოკები ჩვილებში იწვევს სეფსისს, პნევმონიას, მენინგიტსა და სისხლის ინფექციებს.
ჩვილები ასევე მოწყვლადნი არიან ნაწლავის ჩხირის (E. coli) სხვადასხვა ისეთი შტამისადმი, რომლებიც მოზრდილებისთვის სახიფათო არაა, მათში კი იწვევს პნევმონიას, მენინგიტსა და სეფსისს — ყველა ამ დაავადებას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული შედეგები.
ჩვილის მშობლებმა სულაც არ უნდა იგრძნონ უხერხულობა იმის გამო, რომ მნახველებს სთხოვონ, ბავშვს არ აკოცონ ან არ შეეხონ. თუკი სტუმარს მართლაც აღელვებს ჩვილის კეთილდღეობა, ასეთმა თხოვნამ ისინი არ უნდა შეურაცხყოს. არც მშობლებმა უნდა იგრძნონ თავი ისე, თითქოს ზედმეტ რეაგირებას იჩენენ.
თუმცა, თუკი თავად თქვენ ვერ ძლევთ თავს, რომ საკუთარ ჩვილს აკოცოთ, ჯერ უნდა გადადგათ ნაბიჯები, რომლებიც იმ ინფექციურ საფრთხეს შეამცირებს, რასაც თქვენ ფლობთ.
პირველ რიგში, საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები. შეეცადეთ, ჩვილს არ აკოცოთ პირისა და სახის მიდამოებში. აკოცეთ ფეხებზე, ზურგზე ან თავზე. თუ რაიმე სახის აქტიური ინფექცია გაქვთ, სჯობს, საერთოდ თავი შეიკავოთ ბავშვის ნახვისგანაც კი, განსაკუთრებით, თუ ჩვილი თვეზე ნაკლები ასაკისაა.
ჩვილებისთვის განსაკუთრებით საშიშია ჰერპესის ინფექციები და ამიტომ, ნებისმიერი მუწუკი დაიფარეთ საფენით.
თუკი თავს კარგად ვერ გრძნობთ, მაგრამ ბავშვთან ვიზიტის თავიდან აცილება შეუძლებელია, ატარეთ ნიღაბი და თავი აარიდეთ ახალშობილთან ახლოს მისვლას, განსაკუთრებით მაშინ, თუ რესპირატორული ინფექცია გაქვთ.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ახალშობილები ინფექციებისგან ძლიერ დაუცველები არიან. მართალია, მათი კოცნა სიყვარულის ნიშანია, მაგრამ ამან შეიძლება ჩვილს სერიოზული პრობლემები შეუქმნას; და თუ ასე მოხდა, აი, ამის შემდეგ კი თავს ნამდვილად საშინლად იგრძნობთ.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.
ნოე 11, 2024 0 3885
ნოე 10, 2024 0 3776
ნოე 10, 2024 0 2750
ნოე 13, 2024 0 2572
ნოე 12, 2024 0 2486
ნოე 27, 2024 0 1591
ნოე 13, 2024 0 2572
ნოე 12, 2024 0 2486
ნოე 11, 2024 0 3885
ნოე 10, 2024 0 3776
სულ ხმა მისცა: 1
კი