მილანში ასტრონავტებისთვის Prada-ს მიერ შექმნილი სკაფანდრები წარადგინეს

ნოე 27, 2024 - 01:38
 0  36
მილანში ასტრონავტებისთვის Prada-ს მიერ შექმნილი სკაფანდრები წარადგინეს

მილანში გამართულ ასტრონავტიკის საერთაშორისო კონგრესზე მოდის სახლმა Prada და კერძო კოსმოსურმა კომპანიამ პირველად წარადგინეს სკაფანდრი, რომელიც მთვარეზე დაჯდომისთვის იქნება გამოყენებული.

728
300

სკაფანდრები დამზადებულია ინოვაციური მასალისგან, რომელიც გაუძლებს როგორც ექსტრემალურ სიცხეს მთვარის განათებულ სამხრეთ პოლუსზე, ასევე დაბალ ტემპერატურებს რეგიონებში, რომლებიც მუდმივად ჩრდილშია.

ღია კოსმოსში კი ასტრონავტები ამ სკაფანდრებში სულ მცირე 8 საათის გატარებას შეძლებენ.

NASA-ს მისია Artemis III, რომლის ფარგლებშიც 1972 წლის შემდეგ პირველად ადამიანის მთვარეზე დაჯდომა იგეგმება, 2026 წლის შემოდგომაზე უნდა დაიწყოს

728
300