ონლაინ-თაღლითობის წინააღმდეგ ინტერპოლმა შთამბეჭდავი ყოველწლიური ოპერაცია ჩაატარა და 400 მილიონი დოლარი ამოიღო

ნოე 27, 2024 - 21:11
 0  76
ონლაინ-თაღლითობის წინააღმდეგ ინტერპოლმა შთამბეჭდავი ყოველწლიური ოპერაცია ჩაატარა და 400 მილიონი დოლარი ამოიღო

ონლაინ-თაღლითობის წინააღმდეგ ინტერპოლმა შთამბეჭდავი ყოველწლიური ოპერაცია ჩაატარა და 400 მილიონი დოლარი ამოიღო

728
300

ფეიკ-პოლიციელები, კრიპტოვალუტის თაღლითები... ონლაინ-თაღლითობის წინააღმდეგ მიმართულმა ინტერპოლის ყოველწლიურმა ოპერაციამ რეკორდები მოხსნა: მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაკავებულია 5500-ზე მეტი ადამიანი და ამოღებულია 400 მილიონი დოლარი. „ოპერაცია, სახელწოდებით HAECHI V, ივლისიდან ნოემბრამდე 40 ქვეყნის თანამშრომლობით ჩატარდა“, - ნათქვამია ლიონში დაფუძნებული კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში. ამჯერად ინტერპოლის სამიზნეს წარმოადგენდა შვიდი სახის „კიბერ-თაღლითობა“, მათ შორის ვიშინგი (სატელეფონო თაღლითობის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართავენ - რედ.), ე.წ „სენტიმენტალურ თაღლითობა“, „სექსუალური შანტაჟი“ და უკანონო ონლაინ აზარტულ თამაშები, რომლის დროსაც ხდება ფულის გათეთრება. ოპერაციის დროს სამხრეთ კორეელმა და ჩინელმა გამომძიებლებმა გაანეიტრალეს სატელეფონო ქსელის საშუალებით მოქმედი გამომძალველებების დიდი ჯგუფი, რომლებიც კლიენტებს თავს სამართალდამცავებად წარუდგენდნენ და მათგან ფულის გამოძალვას ახერხებდნენ. 1900-ზე მეტმა იდენტიფიცირებულმა მსხვერპლმა მთლიანობაში დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარი დაკარგა.

გამომძიებლებმა ასევე გამოავლინეს კრიპტოვალუტით თაღლითობის ახალი პრაქტიკა. თავდაპირველად, მსხვერპლს სთავაზობდნენ პოპულარული კრიპტოვალუტის, Tether-ის შეძენას რეალური პლატფორმების საშუალებით, რის შემდეგ კლიენტს ელექტრონული ფოსტით ეგზავნებოდა ბმული საკუთარი საინვესტიციო პროფილის შესაქმნელად, მაგრამ მასზე გადასვლით, გულუბრყვილო ადამიანები თაღლითებს გაუცნობიერებლად აძლევდნენ საკუთარ საფულეზე წვდომას, საიდანაც ფულის აღება კრიმინალებს საკუთარი შეხედულებისამებრ შეეძლოთ. „კიბერდანაშაულის შედეგები შეიძლება იყოს დამღუპველი: ადამიანები კარგავენ დანაზოგს, ბიზნესი ზარალდება და ციფრული და ფინანსური სისტემებისადმი ნდობა ირყევა“, - ნათქვამია ინტერპოლის ახალი გენერალური მდივნის, ვალდეკი ურკიზამ განცხადებაში. „ჩვენმა ძალისხმევამ განაპირობა არა მხოლოდ კრიმინალების პასუხისგებაში მიცემა, არამედ ასევე მნიშვნელოვანი პროგრესი უკანონო თანხების ჩამორთმევისა და დაბრუნების საქმეში“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს დირექტორმა, ჯუნ ჰიუნ ლიმ.

ინტერპოლის მტკიცებით, 2024 წლის ოპერაციის ფარგლებში გახსნილი ონლაინ-თაღლითობის საქმეების რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 8000-ს გადააჭარბა.

728
300