კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ აქციაზე დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია

ნოე 29, 2024 - 05:49
 0  122
კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ აქციაზე დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია

კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ აქციიდან მათთან შეყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

728
300

როგორც კლინიკაში განაცხადეს, დაშავებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ამ ეტაპზე დაშავებულთა რაოდენობას ზუსტად ვერ გეტყვით. ჩვენს კლინიკაში ადამიანები შემოყვანილები არიან სხვადასხვა ტრავმებით. მათ უტარდებათ შესაბამისი კლინიკური კვლევები. შემდეგ ჩაუტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია. სხვადასხვა დაზიანებები აქვთ“, – განაცხადა კლინიკის მორიგე ექიმმა, ნიკა კაპანაძემ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებსაც პირველადი დახმარება ადგილზე მყოფმა სამედიცინო ბრიგადებმა აღმოუჩინეს. ამასთან, დაშავებულთა შორის არიან სამართალდამცველებიც.

728
300