მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
⚫‼რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა თვითმფრინავში

⚫‼რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა თვითმფრინავში

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც ტვერის ოლქში ჩამოვარდა.

„როსავიაციის“ ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი;

ასევე, ეკიპაჟის წევრები: მეთაური ალექსეი ლავშინი, მეორე პილოტი რუსტამ კარიმოვი და ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.

„თვითმფრინავის ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცით სარგებლობის დადგენილი წესით გაცემული ნებართვის საფუძველზე“, – აღნიშნულია „როსავიაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, რუსული მედია სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ათივე ადამიანის ცხედარი უკვე ამოასვენეს და სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
წყარო: 1tv.ge

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 29-08-2023, 04:04, ნანახია: 11242-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo