მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
ლევილის ქართულ ფესტივალს კიდევ ერთი ფრანგულენოვანი სტატია მიეძღვნა

ლევილის ქართულ ფესტივალს კიდევ ერთი ფრანგულენოვანი სტატია მიეძღვნა

კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გამართულ ლევილის ქართულ ფესტივალს მორიგი ფრანგულენოვანი გამოცემა უძღვნის სტატიას სათაურით - ,,ამ ზაფხულს გაეცანით ქართულ ხელოვნებასა და კულტურას".

სტატიაში მიმოხილულია ფესტივალის ფარგლებში გამართული ღონისძიებები; დადებითად არის შეფასებული საფესტივალო პროგრამა თუ დღესასწაულზე წარმოდგენილი ქართული კულინარიის ნიმუშები. აღნიშნულია, რომ ფესტივალის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

როგორც სტატიის ავტორი ამბობს, გარდა იმისა, რომ ფესტივალი ქართულ ხელოვნებას მიაგებს პატივს, იგი წარმოაჩენს ლევილ-სიურ-ორჟის მამულის მნიშვნელობას, სადაც ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს. სტატიაში
ამ სამუშაოებს
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. როგორც ცენტრის მენეჯერის მოადგილე ტიერი ბერიშვილი განმარტავს, ფრანგულ-ქართული ისტორიულ-კულტურული ცენტრი ოთხ ჰექტარ მიწის ფართობზე გაიშლება და აქ განთავსდება მუზეუმი, ქართული რესტორანი ქართული ტიპური ნაგებობით, სასტუმრო ოთახები, დარბაზი კულტურული ღონისძიებებისთვის, ბიბლიოთეკა და მედიათეკა.

სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მამული საქართველოს 18-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად დაუბრუნდა.

წყაროლევილის ქართველთა მამული - Domaine géorgien de Leuville

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 4-09-2023, 20:34, ნანახია: 11316-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo