მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
2023 წლის 5 სექტემბერს საბერძნეთის წმინდა სინოდის ორგანიზებით ათენში თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო სტიპენდიების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

2023 წლის 5 სექტემბერს საბერძნეთის წმინდა სინოდის ორგანიზებით ათენში თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო სტიპენდიების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება გახსნა ათენისა და სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოსმა იერონიმოსმა, რომელმაც პირადად გადასცა ბერძენ და უცხოელ სტუდენტებს სტიპენდიის მინიჭების სერტიფიკატები და დალოცა ისინი.
სასიხარულოა, რომ სტიპენდიანტებს შორის ოთხი ქართველი სტუდენტია ათენისა და თესალონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, რომლებიც თეოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში განაგრძობენ უმაღლესი განათლების მიღებას.
საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა ანი უძილაურმა მადლობა გადაუხადა ათენისა და სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოს იერონიმოსს, ასევე საბერძნეთის წმინდა სინოდის წარმომადგენლებს, ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის.
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო წარმატებულ აკადემიურ წელს უსურვებს ჩვენს ახალგაზრდებს - ნინო საძაგლიშვილს (დოქტორანტი), თორნიკე მანიაშვილს (მაგისტრანტი), ნიკოლოზ გურგენიძეს (დოქტორანტი), თამაზ გიბიშვილს (ბაკალავრი) ამ მნიშვნელოვან გზაზე.
ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ათენში მის სოციალურ ქსელში.

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 7-09-2023, 16:01, ნანახია: 11350-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo