მოგესალმებათ

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო მედია პორტალი!

More forecasts: wetterlabs.de
Example image
საკონსულო მომსახურების ინტერნეტ პორტალი

საკონსულო მომსახურების ინტერნეტ პორტალი

საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა შექმნა წინამდებარე ვებ-გვერდი, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში.
 
ვებ-გვერდი შეიცავს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ უამრავ, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას. ჩვენ შევეცადეთ, მაქსიმალურად გაგვემარტივებინა მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურებათა მიღების პროცესი, რაც უკვე შესაძლებელია დისტანციურად, ელექტრონული განაცხადის დარეგისტრირების გზით. ეს დაზოგავს თქვენს დროს და ფინანსებს. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის პროცესში შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შესაბამისი ინსტრუქციით ან/და ვიდეო დახმარებით, რომელიც დეტალურად განმარტავს რეგისტრაციისას გასავლელ თითოეულ ეტაპს.
              
ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:
 
  • გაეცნოთ ინფორმაციას როგორც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, ისე საკონსულო დეპარტამენტის მომსახურებების, ტარიფებისა და შეღავათების შესახებ.
 
  • დაარეგისტრიროთ ელექტრონული განაცხადი და მიიღოთ რიგი საკონსულო მომსახურებები სახლიდან გაუსვლელად.
 
  • მიიღოთ ინფორმაცია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სავიზო პროცედურების შესახებ.
 
  • ისარგებლოთ განცხადებების ელექტრონული რეესტრით, იხილოთ რეგისტრირებული განცხადება და მისი განხილვის ეტაპი.
 
  • დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით.

 

  • საზღვარგარეთ გამგზავრებამდე გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას ცალკეული ქვეყნის შესახებ.
 
  • მოიძიოთ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია. 


ეწვიეთ ვებ გვერდს:საკონსულო მომსახურების ინტერნეტ პორტალი

გაუზიარე სხვასაც :

გამოქვეყნებულია: 12-09-2023, 11:18, ნანახია: 11279-ჯერ

FACEBOOK კომენტარები

მსგავსი სიახლეები:

ჩვენი პარტნიორები:

geo 1 1 1 1 1

"ემიგრანტ ტვ" შეიქმნა 2018 წელს საქართველოში, ქართველ ემიგრანტთა ხელშეწყობით. მედია პორტალის მიზანია: აქტიურად გააშუქოს ქართველ ემიგრანტთა ყოფა-ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოახდინოს ემიგრანტთა ინფორმირება მათი საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, ამჟამად "ემიგრანტ ტვ"-ს ადმინისტრირება ხორციელდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან. etvgeorgia@gmail.com

ნიუ იორკი--H
ლონდონი--H
პარიზი--H
ბერლინი--H
მადრიდი--H
რომი--H
ათენი--H
თბილისი--H
my alarm clock logo